ზაზა ფაჩულიამ შესაძლოა საქართველოს ნაკრების მეორე მატჩიც გამოტოვოს
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში - იგორ კოკოშკოვის გუნდი 21
აგვისტოს სარაევოში მთავარ კონკურენტ ბოსნია ჰერცეგოვინას შეეტაკება, რომელიც
ზედიზედ ორი გამარჯვებით ლიდერობს ჩვენს შესარჩევ ჯგუფს.
საქმე ისაა, რომ “ატლანტა ჰოუქსის” 210 სანტიმეტრიანმა ცენტრმა ჯერ კიდევ
ვერ მოიშუშა ის ტრავმა, რომელიც მან გერმანიასთან ამხანაგური მატჩის წინ მიიღო.
ზაზას ფეხის კუნთი აწუხებს, რის გამოც მან უკვე გამოტოვა სასტარტო შეხვედრა თბილისში
რუმინეთთან 80:64 და უშუალოდ ორთაბრძოლის დღეს გადაწყდება, შესძლებს თუ არა ზაზა
ბოსნიასთან შერკინებას.
internet.ge