გორელებს ისტორიული შანსი აქვთ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის
ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საკლუბო წარმატებას მიაღწიონ. დღეს, თბილისის დროით
23.00 საათზე “დილა” უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს - ევროპის ლიგის ფლეი-ოფის
პირველ შეხვედრაში ქართული კლუბი პორტუგალიურ “მარიტიმუს” დაუპირიუსპირდება. ამ
ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კი “დილა” ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.
სამწუხაროდ, “დილა” ამ თამაშს საკადრო პრობლემებით ხვდება:
ტრავმირებულნი არიან: ზურაბ არზიანი, გულვერდ თომაშვილი, ირაკლი მოდებაძე
და კახა ალადაშვილი. მათე ვაწაძე კი ყვითელი ბარათების გამო ტოვებს ამ შეხვედრას.
სამაგიეროდ, დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდს გოგიტა გოგუა დაუბრუნდა.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი 23:00 საათზე
“მარიტიმო”–“დილას” მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
პორტუგალიაში გუნდი ამ შემადგენლობით გაემგზავრა: სკენდერი, შეყრილაძე, შაშიაშვილი, სალუქვაძე, ონიანი, კვირკველია, ბეჭვაია, გვალია, კაციტაძე, გრიგალაშვილი, გოგუა, გურული, კახელიშვილი, ახალკაცი, ჯიშკარიანი, ილურიძე, კლიმიაშვილი, კაშია.
Internet.ge