ტრავმამოშუშებული მამუკა გორგოძე თავის პირველ მატჩს “მონპელიეს”
შემადგენლობაში, ფრანგული
“ტოპ 14”-ის ახალ სეზონში შაბათს ჩაატარებს - პირველ ტურში პარიზში ზურაბ ჟვანიას
“სტად ფრანსესთან” მარცხის (16:32) შემდეგ მონპელიელები 25 აგვისტოს, მშობლიურ “ივ დე მანუაზე”, დათო ზირაქაშვილისა და
ვიქტორ კოლელიშვილის “კლერმონ ოვერნს” დაეტაკებიან.
“მონპელიეს” განაცხადში გორგოძის გარდა ორი ქართველი ბურჯია: მიხეილ
ნარიაშვილი და გიორგი ჟღენტი. “კლერმონ ოვერნის” განაცხადში კი დათო ზირაქაშვილი
და ვიქტორ კოლელიშვილი არიან.
internet.ge