ქართული ბრძოლა ფრანგულ ბეზიეში
11:26 28.08.2012
|
დღის სიახლეები
|
საფრანგეთის მე-2 დივიზიონის პირველი ტურის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო შეხვედრა ბეზიეში გაიმართა, სადაც ნამდვილი „ქართული დერბი“ გაიმართა - ბექა შეყლაშვილის „ბეზიემ“ დათო ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის „ბრივს“ დიდი ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა 20:27.
3 წითელი და 4 ყვითელი ბარათი მატჩის ხასიათს კარგად გადმოსცემს. სასტარტო რაზმებში, მასპინძელთა შემადგენლობაში მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ბექა შეყლაშვილი გამოვიდა, რომელსაც „აჟანიდან“ გადასვლის შემდეგ დებიუტი ჰქონდა „ბეზიეს“ ოფიციალურ შეხვედრებში, ხოლო „ბრივულ“ რაზმში ტრადიციულად მარცხენა ბურჯად საქართველოს ნაკრების გამოცდილი მორკინალი დაათო ხინჩაგაშვილი დადგა.
მეორე ტაიმში კიდევ ერთი ქართველის დებიუტი შედგა - გამოცდილმა „ბორჯღალოსანმა“ გოდერძი შველიძემ ხინჩაგაშვილი შეცვალა და პირველად გამოვიდა „ბრივის“ მაისურით ოფიციალურ თამაშში მოედანზე, მას შემდეგ, რაც „მონპელიედან“ გადავიდა ამ გუნდში. ასევე მეორე ნახევარში შევიდა შეცვლაზე საქართველოს ნაკრების ჰუკერი ირაკლი ნატრიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ახალი სეზონის საფრანგეთის მე-2 დივიზიონი ჩვენთვის გაცილებით საინტერესო გახდა, რადგანაც ქართველი მორაგბეეების რიცხვი საფრანგეთის სიძლიერით მეორე ლიგაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|