|
13:57 17.08.2012
|
ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩში თამაშს ვერ შესძლებს რუმინეთთან - ჩვენი გუნდის კაპიტანს ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებს, რომელიც მან ვერაფრით ვერ მოირჩინა. |
|
|
18:19 16.08.2012
|
დავით ქუბრიაშვილი “ტულონის” განაცხადშია საფრანგეთის “ტოპ 14”-ის 2012/13 წლების სეზონის პირველი ტურის ცენტრალურ მატჩში კატალუნიურ “პერპინიანთან”, რომელიც 18 აგვისტოს თბილისის დროით 22.40 საათზე დაიწყება. |
|
|
16:59 16.08.2012
|
“რეალმა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურსმა” საბოლოოდ მოილაპარაკეს ლუკა მოდრიჩის ტრანსფერზე - “სამეფო კლუბი” 32 მილიონ ევროს გადაიხდის ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველში და ფეხბურთელი 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს მადრიდულ გუნდში. |
|
|
12:27 16.08.2012
|
საქართველოს საუკეთესო მორაგბე და “მონპელიეს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე საფრანგეთის “ტოპ 14”-ის სეზონის სტარტს გამოტოვებს, რომელიც ამ უქმეებზე იწყება. |
|
|
12:13 16.08.2012
|
სპორტისა და ახალგაზრდობის საქამეთა სამინისტრო კალათბურთის ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის გრაფიკს აქვეყნებს. საქართველო შესარჩევ ტურნირში შეხვდება ბოსნიას, ლატვიას, ჰოლანდიასა და რუმინეთს. |
|
|
18:00 15.08.2012
|
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელობა უახლოეს ხანებში აპირებს ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლოს მანო მენეზესი. |
|
|
17:38 15.08.2012
|
გია ნაცვლიშვილმა ლონდონის ოლიმპიადის მედალოსნებთან, ძიუდოს და ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან და მწვრთნელებთან ერთად განვლილი ოლიმპიადა შეაჯამა. |
|
|
16:52 15.08.2012
|
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების უკანა ხაზელმა სანდრო თოდუამ თავისი სადებიუტო ლელო დადო ახალი ფრანგული კლუბის “ალბის” შემადგენლობაში - 24 წლის “ბორჯღალოსანმა” თავი გამოიჩინა “შავ-ყვითლების” წინასასეზონო ტესტ-მატჩში “ფედერალ 1”-ის “ექს ან პროვანსთან” 17:20. |
|
|
13:06 15.08.2012
|
19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ, შესაძლოა, კარიერა იტალიის სერია “ა”-ში გააგრძელოს - არნემის “ვიტესის” გარემარბის ყიდვის სურვილი კახა კალაძის ყოფილ კლუბს “ჯენოას” აქვს, რომელმაც უკვე კონკრეტული წინადადებით მიმართა ფეხბურთელს. |
|
|
18:15 14.08.2012
|
ესპანური გამოცემა “MARCA”-ს ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მთავარი კანდიდატები არიან: კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა. |
|
|
14:47 14.08.2012
|
საქართველოს ნაკრების წევრმა ცოტნე ბეჟაშვილმა ძალისმიერი სამჭიდისა და წოლჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში 175 კილოგრამი დასძლია და მსოფლიო რეკორდი 17 კილოგრამით გააუმჯობესა. |
|