|
11:07 01.08.2012
|
1-ელ აგვისტოს, ლონდონის ოლიმპიადის დღეს საქართველო მედლის მოპოვების იმედით იწყებს - დღეს ბრძოლაში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ფავორიტი, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ერთვება. |
|
|
11:06 01.08.2012
|
ამერიკელმა მოცურავემ მაიკლ ფელიპსმა მე-19 ოლიმპიური მედალი მოიგო და ამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გუშინ მან 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ოქროს მედალი მოიპოვა. |
|
|
15:38 31.07.2012
|
1/16 ფინალიდან ლონდონის ოლიმპიადას გამოეთიშა ქართველი მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა, რომელიც ამ ეტაპზე 2:6 დამარცხდა სამხრეთ კორეელ ჯინგ სუ ლინგთან. |
|
|
15:20 31.07.2012
|
ძიუდოს 81 კგ. წონით კატეგორიაში ლონდონის ოლიმპიადას გამოეთიშა საქართველოს ნაკრების წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც 1/16 ფინალში დამატებულ დროში იპონით დამარცხდა ამერიკელ ტრევის სტივენსთან. |
|
|
14:46 31.07.2012
|
პირველად ოლიმპიადის ისტორიაში ჩვეულებრივ ათლეტებთან ერთად იასპარეზებს ადამიანი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს. მისი რეკორდი - 45,07 წამია 400 მეტრზე სირბილში, რაც მცირედით ჩამორჩება მსოფლიო რეკორდს. |
|
|
13:49 31.07.2012
|
17 წლის ირაკლი ბოლქვაძემ პირადი რეკორდი კი გააუმჯობესა - 2.15.86, მაგრამ ლონდონის ოლიმპიადაზე ცურვაში ბრასით სტილის 200 მეტრზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ნახევარფინალში ვერ გააღწია. |
|
|
11:24 31.07.2012
|
ჯილდოებს სპორტის შვიდ სახეობაში დაინაწილებენ: მშვილდოსნობაში, ცურვაში, მძიმეწონიან ძალოსნობაში, ფარიკაობაში, ცხენოსნობაში, წყალში ხტომასა და სპორტულ ტანვარჯიშში. გარდა ამისა, ჩატარდება კალათბურთისა და ხელბურთის მატჩებიც. |
|
|
10:36 31.07.2012
|
31 ივლისი საკმაოდ დატვირთული დღეა ქართული დელეგაციისათვის ლონდონის ოლიმპიადაზე - ასპარეზობაში მონაწილეობას 3 ქართველი სპორტსმენი მიიღებს, რომლებიც სამ განსხვავებულ სახეობაში გამოვლენ და მედლებისათვის იბრძოლებენ. |
|
|
19:27 30.07.2012
|
ძიუდოისტი მანდილოსანი საუდის არაბეთიდან უარს ამბობს ლონდონის ოლიმპიადაზე შეჯიბში მონაწილეობაზე, თუ მას ტატამზე ხიჯაბით გასვლის უფლებას არ მისცემენ. ამის შესახებ სპორტსმენის მამამ განაცხადა, რომელიც ასევე ლონდონში იმყოფება. |
|
|
16:58 30.07.2012
|
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ლონდონის ოლიმპიადის ქალ ერთეულთა თანრიგის მეორე რაუნდში გავიდა, მას შემდეგ რაც პირველ რაუნდში ლიხტენშტაინის წარმომადგენელი სტეფანი ვოგტი ორ სეტში 6-2, 6-0 დაამარცხა. |
|
|
13:21 30.07.2012
|
ძიუდოს 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე წრიდან გამოეთიშა შეჯიბრებას 22 წლის ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც 1/32 ფინალში დამარცხდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ კი-ჩუნ ვანთან. |
|