|
10:56 25.07.2012
|
კლუბმა გადაწყვიტა საიდუმლოდ შეინახოს საქართველოს ნაკრების ფორვარდთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები, თუმცა “ნეთსდეილის” ინფორმაციით, 20 წლის შენგელია ნიუ იორკელებისაგან წელიწადში მინიმუმ 500 ათას დოლარს მიიღებს ხელფასის სახით. |
|
|
18:23 24.07.2012
|
“ინტერის” ნახევარმცველი უესლი სნაიდერი, რომელსაც ევროპის არაერთი კლუბისგან ჰქონდა შეთავაზება, მილანურ კლუბში რჩება - ამის შესახებ ჰოლანდიის ნაკრების გამთამაშებელმა იტალიურ პრესას განუცხადა. |
|
|
15:25 24.07.2012
|
მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა არიან რობენმა შესაძლოა კარიერა “მილანში” გააგრძელოს - ფრანგული “L'equipe”-ს ინფორმაციით, იტალიური კლუბის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს წინასწარი მოლაპარაკებები 28 წლის ჰოლანდიელის აგენტთან და თანხმობაც მიიღეს. |
|
|
13:57 24.07.2012
|
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ფეხბურთში C კატეგორიის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა სრულდება, რომელსაც ესპანელი სპეციალისტები უძღვებიან. |
|
|
11:28 24.07.2012
|
დღეს 21.00 საათზე საქართველოს ჩემპიონი ბაქოს “ნეფთჩის” შინ “დავით აბაშიძეზე” ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში უმასპინძლებს და შეეცდება აზერბაიჯანში მარცხისთვის (0:3) რევანში აიღოს. |
|
|
18:04 23.07.2012
|
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ოთარ მარცვალაძე შესაძლოა კვლავ ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში” დაბრუნდეს - რუსული მედიის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი უახლოეს დღეებში უნდა ჩაფრინდეს ნიჟნი ნოვგოროდში, სადაც კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს. |
|
|
17:22 23.07.2012
|
ფიცის დადების სიმბოლური ცერემონია ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დღეს გაიმართა და მასში ნაკრების წევრებთან ერთად მწვრთნელები, ფედერაციების პრეზიდენტები, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი მონაწილეობდნენ. |
|
|
16:23 23.07.2012
|
რუსეთის ნაკრების ლიდერი ანდრეი კირილენკო უახლოეს პერიოდში შესაძლოა თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი გახდეს “ბრუკლინ ნეთსში” - ნიუ იორკული კლუბის გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა დაადასტურა, რომ იგი უშუალოდ მონაწილეობს “ცსკას” ფორვარდსა და მის აგენტთან მოლაპარაკებებში. |
|
|
13:18 23.07.2012
|
საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონარზე ითამაშებს, რომელიც მოსკოვში გაიმართება. ეს უფლება ქართველებმა პორტუგალიურ ქალაქ ალგარვეში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვეს. |
|
|
16:10 21.07.2012
|
იტალიის საფეხბურთო სკანდალთან დაკავშირებით პოლიციამ ახალი დეტალები გაახმაურა. სამართალდამცავებმა დომენიკო კრიშიტო დაკითხეს, რომელიც „ჯენოას“ ფეხბურთელი იყო, ამჟამად კი „ზენიტის“ წევრია. კრიშიტომ დეტალურად ისაუბრა „სამპდორიასთან“ გარიგებული მატჩის შესახებ. |
|
|
16:26 20.07.2012
|
შვეიცარიულ ნიონში გამართული ევროტურნირების მე-3 შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შედეგად გაირკვა ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები, თუ, რაღა თქმა უნდა ისინი ბრძოლის გაგრძელებას შეძლებენ ამ ეტაპზე. |
|