|
12:50 28.09.2012
|
მანუჩარ მარკოიშვილსა და მის “ბენე კანტუს” ერთი ნაბიჯიღა რჩებათ ევროლიგის ჯგუფურ ეტაპამდე - საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში იტალიელებმა ჩეხეთის ჩემპიონი “ნიმბრუკი” დაამარცხეს 89:83 და ახლა ფინალში ფრანგულ “ლე მანს” შეხვდებიან. |
|
|
18:48 27.09.2012
|
“ლივერპული” დაინტერესებულია “ბარსელონას” ფორვარდის დავიდ ვილიას შეძენით და მზად არის ესპანეთის ნაკრების 30 წლის ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. |
|
|
16:07 27.09.2012
|
ჯანო ანანიძის გოლი დაეხმარა მოსკოვის “სპარტაკს” რუსეთის თასის 1/16 ფინალში დაძაბულ ორთაბრძოლაში დაემარცხებინა ბელგოროდის “სალიუტი” 2:1 და მერვედფინალში გასულიყო, სადაც მისი მეტოქე “როსტოვი” იქნება. |
|
|
11:41 27.09.2012
|
საქართველოს ნაკრების 26 წლის ფორვარდმა, რომელსაც ადგილობრივმა გულშემატკივრებმა უკვე შეარქვეს “AIR” სანიკიძე (ჰაეროვანი), თავის გუნდს 9 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შემატა. |
|
|
20:12 26.09.2012
|
ევროპის 2013 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის კენჭისყრის წინ ფიბამ 24 მონაწილე გუნდი 6 ჯგუფად განთესა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნაკრები მე-5 კალათაში მოხვდა ბელგიის, ლატვიის და თურქეთის ნაკრებებთან ერთად. |
|
|
17:57 26.09.2012
|
საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა კოჭის ტრავმა მიიღო “მონპელიეს” შემადგენლობაში საფრანგეთის “ტოპ 14”-ის მე-6 ტურის შეხვედრაში “ბორდო-ბეგლესთან” (23:15) და კლუბის სამედიცინო შტაბის დაიგნოზით 4-6 კვირა ვერ შეძლებს თამაშს. |
|
|
11:21 26.09.2012
|
მანუჩარ მარკოიშვილმა 15 ქულა მოაგროვა ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში - მისმა “ბენეტ კანტუმ” ბულგარულ “ლუკოილ-აკადემიკას” 87:79 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჩეხური “ნიმბრუკი” იქნება. |
|
|
15:00 25.09.2012
|
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შოთა გრიგალაშვილის დებიუტი “ალანიაში” რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში შედგა, სადაც ვლადიკავკაზური გუნდი საკუთარ მოედანზე ხუუს ჰიდინკის მახაჩკალის “ანჟისთან” 0:1 დამარცხდა. |
|
|
12:18 25.09.2012
|
28 წლის მერაბ კვირიკაშვილმა შეუცვლელად ითამაშა 10 ნომრის პოზიციაზე “სენ ჟუნიენის” შემადგენლობაში და 14 ქულა შესძინა თავის გუნდს “ლანემეზანთან” 19:33 მარცხიან შეტაკებაში. “მეკოს” ანგარიშზე 4 ზუსტი საჯარიმო და 1 გარდასახვაა. |
|
|
14:53 24.09.2012
|
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის უკან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ვლადიკავკაზის “ალანიასთან”, ახალ კლუბში ადაპტაციის პერიოდის შესახებ ისაუბრა. |
|
|
14:33 24.09.2012
|
მანუჩარ მარკოიშვილის “ბენეტ კანტუმ” იტალიის სუპერთასი მოიპოვა - კანტუელებმა ფინალში ქვეყნის ჩემპიონი, ვიქტორ სანიკიძის “მონტეპასკი სიენა” 80:73 დაამარცხეს და წლის პირველ ტიტულს დაეუფლნენ. |
|