|
21:58 08.09.2012
|
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა - იგორ კოკოშკოვის გუნდმა ევროპის ჩემპინატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში რიგაში „რიგა არენაზე“ დაამარცხა ლატვიის ნაკრები 73:70 და 2013 წელს სლოვენიაში გაემგზავრება. |
|
|
23:26 07.09.2012
|
თემურ ქეცბაიას გუნდმა I ჯგუფის სასტარტო მატჩში ბელარუსის ნაკრები თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დაამარცხა 1:0. |
|
|
15:08 07.09.2012
|
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯის ვასილ კაკოვინის დებიუტი “ტულუზას” შემადგენლობაში შესაძლოა ხვალ საფრანგეთის “ტოპ 14”-ის მე-4 ტურის შეხვედრაში შედგეს, სადაც ჩემპიონი შინ “აჟანს” მიიღებს. |
|
|
11:38 07.09.2012
|
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს ბელორუსის ნაკრები იქნება, რომელიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ითვლება I ჯგუფში. |
|
|
16:07 06.09.2012
|
ბელორუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გეორგი კონდრატიევის თქმით, მისი გუნდის მიზანი საქართველოს ნაკრებთან მატჩში მხოლოდ 3 ქულის აღება იქნება. შესაბამისი განცხადება კონდრატიევმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო შეხვედრის გასამართად თბილისში გამომგზავრებამდე გააკეთა. |
|
|
13:30 06.09.2012
|
საქართველოს ნაკრების მორაგბები - მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი “მონპელიეს” განაცხადში არიან, რომელსაც საფრანგეთის “ტოპ 14”-ის მე-4 ტურში მძიმე გასვლა ელის ბასკეთში დიმიტრი იაშვილის “ბიარიცთან”. |
|
|
11:52 06.09.2012
|
საქართველო-ბელორუსის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული - 7 სექტემბერს “დინამო არენას” შესასვლელი ყველა კარი თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე გაიღება და შესასვლელებში დაცვის სამსახური გულშემატკივრების დათვალიერებას აწარმოებს. |
|
|
21:35 05.09.2012
|
ქართველთა გუნდში საუკეთესო იყო კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც ტრავმირებული ფეხით გმირულად იბრძოდა და 23 ქულისა და 11 მოხსნის მოგროვება შეძლო. ბოსნიელთა გამარჯვებაში კი უდიდესი წვლილი დაიდო თორნიკე შენგელიას თანაგუნდელმა “ბრუკლინ ნეთსში” მირზა ტელეტოვიჩმა 25 ქულით - გადამწყვეტი სროლები სწორედ მან ჩააგდო. |
|
|
11:25 05.09.2012
|
„საქართველოს ნაკრები ისედაც ძირითადად 7 კაცით თამაშობდა, თანაც ფაჩულიას უშუალო შემცვლელი გიორგი შერმადინიც ტრავმის შემდეგ ფორმაში ვერაა და საქართველოს ნაკრებს შესაძლოა სამწამიან ზონაში პრობლემები შეექმნას“, – აღნიშნულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე. |
|
|
19:53 04.09.2012
|
25 წლის ფეხბურთელს მუხლის ქრონიკული ტრავმა აქვს, რომლისგანაც ვერაფრით ვერ განიკურნა. “ბარსას” სამედიცინო შტაბი ვერ რისკავს ოპერაციაზე გადაწყვეტილების მიღებას, რადგანაც ამან შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმოს. |
|
|
15:18 04.09.2012
|
ბელორუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გეორგი კოდრატიევმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, თბილისში საქართველოსთან მის გუნდს მხოლოდ გამარჯვება და 3 ქულა დააკმაყოფილებს. |
|