აპოფიზი არ
არის ერთადერთი ასტეროიდი, რომელიც შეიძლება დედამიწას დაეჯახოს. მეცნიერების
განცხადებით, ჩვენს პლანეტას უფრო გიგანტური QG42 უახლოვდება.
კოსმოსური გიგანტი სახელწოდებით 2012 QG42
აღმოაჩინეს მეცნიერებმა, რომლებიც ამერიკულ პროექტში „კატალინში“ არიან ჩართულები.
ისინი მზის სისტემაში ციურ სხეულებს ეძებენ.
ნასა აზუსტებს, რომ ეს ასტეროიდი პოტენციურად
საშიშია, რადგან ნახევარკილომეტრიანია. ამასთან, ის დედამიწას 2,84 მილიონ
კილომეტრზე მოუახლოვდება, რაც კოსმოსური მასშტაბებით დაახლოების მინიმალური ზონაა.
კიდევ ერთხელ ეს ასტეროიდი დედამიწას 2039 წელსაც მოუახლოვდება და მაშინ უფრო
ახლოს ჩაუფრენს მას.
ანალოგიურად საფრთხეს უქმნის დედამიწას ასტეროიდი
აპოფიზი, რომელიც 2036 წელს მოგვიახლოვდება. მეცნიერები თვლიან, რომ ის რეალური
საშიშროების მომტანია.
ნასას სპეციალისტების თქმით, აპიფიზისა და ჩვენი
პლანეტის შეხვედრის დროს გამოყოფილი ენერგია ხიროსიმაში მომხდარ ბირთვულ
აფეთქებასთან შედარებით 100-ჯერ მძლავრი იქნება.
Internet.ge