სამხრეთ
კორეელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ექსპერიმენტის შედეგები, რომლითაც ადასტურებენ,
რომ სიზმრებსა და რეალობას შორის კავშირი არსებობს.
მათი
აზრით, ძილის დროს ადამიანის ქვეცნობიერი ანალიზს უკეთებს დღის განმავლობაში
მიღებულ ინფორმაციას და როგორც კომპიუტერი, მომავალი სიტუაციის მოდელირებას
ახდენს. ანუ ფაქტებსა და ლოგიკას ეყრდნობა და სავარაუდო პროგნოზებსაც იძლევა.
ექსპერიმენტში
რამდენიმე ათეული მოხალისე მონაწილეობდა, რომლებსაც გარკვეული პერიოდის მანძილზე სპეციალურ
აპარატებზე ეძინათ, რომელიც მათი ტვინის მუშაობის რეგისტრირებას ახდენდა.
ამასთან,
სიფხიზლის პერიოდში ეს ადამიანები ჩანაწერებს აკეთებდნენ და დეტალურად აღწერდნენ
არა მარტო სიზმრებს, არამედ ყველაფერს, რაც მათ რეალურ ცხოვრებაში ხდებოდა.
ამ
ექსპერიმენტიდან გამომდინარე სამხრეთ კორეელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ათასგვარი
შეხედულების მიუხედავად, ადამიანებმა სიზმრებს ყურადღება აუციულებლად უნდა
მიაქციონ.
Internet.ge