მეცნიერების დასკვნით, 2050 წელს დედამიწას შიმშილი და ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება
მეცნიერთა საერთაშორისო
ჯგუფმა - ბიოლოგებმა, ეკოლოგებმა, პალენტოლოგებმა და ა.შ. კვლევა ჩაატარეს და
საკმაოდ არასახარბიელო შედეგები მიიღეს.
კაცობრიობა შესაძლოა
მომდევნო ათასწლეულში განადგურდეს, თანაც არა ნელ-ნელა, არამედ უსწრაფესად.
ამის მიზეზი გლობალური
კლიმატური ცვლილებებია, რაც ასევე არა თანდათანობით, არამედ ერთბაშად მოხდება.
მათი თქმით, დედამიწის ბუნებრივი პირობები შეიძლება მკვეთრად და შეუქცევადად
შეიცვალოს, რაც ადამიანების დაღუპვას განაპირობებს.
მეცნიერთა გათვლებით,
უკვე 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 9 მილიარდს გადააჭარბებს. ამ
დროისთვის კი გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს, რაც გახდება
კიდეც მასობრივი შიმშილისა და ჰუმანიტარული კატასტროფის მიზეზი და ჩვენი პლანეტა,
2050 წლის შემდეგ სრულებითაც აღარ იქნება ისეთი, როგორიც დღესაა.
Internet.ge