მეცნიერებმა ადამიანის
სახეზე აღმოაჩინეს ხუთი ახალი გენი, რომელიც დაეხმარებათ უკეთ გამოიკვლიონ პათოლოგიური
შემთხვევები, რომელიც პირისახის მიდამოებში წარმოიქმნება. ამას დნმ ტესტის ჩატარების შედეგად შეძლებენ.
მკვლევარების თქმით, ეს
გამომძიებლებისთვისაც უდიდესი მიღწევაა. ახალი გენები მათ დაეხმარებათ უფრო
მარტივად გაიგონ დამნაშავის ვინაობა. ვინაიდან, სახის დნმ ტესტის ჩატარების შემდეგ კრიმინალები
ვეღარ შეძლებენ გარეგნობის შეცვლით ვინაობის დამალვას.
მეცნიერების განცხადებით,
მათ იცოდნენ, რომ გენეტიკა განმსაზღვრელ როლს თამაშობდა სახის ფორმის
ჩამოყალიბებაში, თუმცა, ამ დრომდე უცნობი იყო კონკრეტულად რომელი გენები იყო ეს.
„საოცრებაა, რომ ჩვენ
შევძელით სახეზე გენების აღმოჩენა. 8 წლის წინ ამაზე ოცნებაც კი არ შემეძლო“, –
განაცხადა ერთ–ერთმა მკვლევარმა კეისერმა.
internet.ge