დიდ ბრიტანეთში
მზად არიან დაუშვან გენური ტექნოლოგია, რომელიც ბავშვის ჩასახვისას სამი ადამიანის
გენების გამოყენების საშუალებას იძლევა.
ბრიტანეთის პარლამენტმა მალე, შესაძლოა, მიიღოს კანონი, რომელიც მეცნიერებსა და
ექიმებს უფლებას მისცემს ემბრიონის გენების მოდიფიცირება მოახდინონ. ანუ, შეცვალონ
მშობელთა გენები, თუკი ისინი რაიმე საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდნენ მომავალი
ბავშვისათვის.
მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ძალზედ კეთილშობილური საქმეა, რომელიც
ჯანმრთელი ბავშვების მოვლინებას შეუწყობს ხელს, მეორენი კი ამ ტექნოლოგიას
არაეთიკურს უწოდებენ და მის სავალალო შედეგებზე აპელირებენ, რომელთაგანც პირველი
არის პრობლემა - როგორ მიიღებს საზოგადოება ამ ბავშვებს.
internet.ge