ბრიტანელი მეცნიერების
განცხადებით, დეპრესიის გამომწვევი მიზეზი დაადგინეს. მათი თმით, ამ დაავადების
მიზეზი არის გენი, რომელიც პასუხისმგებელია ტვინის ფუნქციონირებაზე.
მეცნიერები გამოთქვამენ
ვარაუდს, რომ აღნიშნული აღმოჩენა მათ დეპრესიის განკურნებაში დაეხმარებათ.
მკვლევარებმა
მონაცემები კვლევის ჩატარების შედეგად გამოაქვეყნეს. ისინი აკვირდებოდნენ 21
ადამიანს, რომელთაც დეპრესია აწუხებდათ და 18–ს, რომელთაც ფსიქიკური პრობლემები
ჰქონდა. მათი დასკვნით, როდესაც აღნიშნული გენი ნორმალურად ფუნქციონირებს, მაშინ
ადამიანი სტრესს უმკლავდება, ხოლო როდესაც მისი მუშაობა შეფერხებულია, მაშინ
ადამიანი დეპრესიული ხდება.
ექიმების განცხადებით,
ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან შესაძლებლობა ექნებათ დაეხმარონ ადამიანებს,
რომელთაც დეპრესია აწუხებთ. მათი თქმით, ეს დაავადება ამ დრომდე იმ რიცხვს
მიეკუთვნებოდა, რომელთაც წამლები მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შველის.
Internet.ge