ბოსტონში
ახლადჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ყავა გლაუკომას იწვევს.
მკვლევარებმა
სულ 120,000–ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს, რომელთაც აღნიშნული დაავადება ჰქონდათ
განვითარებული. მათ ეკითხებოდნენ სვამდნენ თუ არა ყავას და რა დოზით.
მათ
აღმოაჩინეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეში სამ, ან მეტ ფინჯან ყავას
მიირთმევდნენ, გლაუკომა განუვითარდათ.
შეგახსენებთ,
რომ გლაუკომა წარმოადგენს ქრონიკულ
დაავადებას, რომლის დროსაც აღინიშნება თვალშიდა წნევის მომატების ფონზე
განვითარებული მხედველობის ნერვის ატროფია. ამ დროს კი ხდება მხედველობის დაკარგვა
სრულ სიბრმავემდე, რისი აღდგენაც შეუძლებელია.
მკვლევარებს
ჯერჯერობით არ შეუსწავლიათ კონკრეტულად რატომ იწვევს ყავა ამ დაავადებას.
მეცნიერების
განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხარისხის ყავას მიიღებს ადამიანი, ვინადან,
დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ყველაზე ძვირადღირებული და მაღალი ხარისხის
ყავაც კი იწვევს გლაუკომას.
internet.ge