მარსმავალის
მუშაობა უცნობი მანათობელი ობიექტის გამო შეჩერდა. მეცნიერებმა მარსის ზედაპირზე მარსმავალ
Curiosity-ს სიახლოვეს მცირე ზომის კაშკაშა ობიექტი დააფიქსირეს, რომელიც
არაა გამორიცხული, რომ თავად მარსმავალის ფრაგმენტი იყოს. თუმცა Curiosity-ს
დაზიანების შესახებ ნასას ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს.
ამ
დროისათვის მეცნიერები არკვევენ, რა მოხდა მარსზე. ამიტომ, Curiosity-ს მოგზაურობა
52-ე დღეს შეჩერებულია.
ნასას
წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოწყობილობამ მისთვის ამოუცნობი ობიექტი დააფიქსირა,
თუმცა არაფერი პარანორმალური არ ხდება და პროგრამაც მალე გაგრძელდება.
Internet.ge