ანატომიის ბრიტანელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ
ევოლუციის შედეგად ადამიანის სხეული არსებითად შეიცვლება.
მათი ვერსიით, 1000 წლის შემდეგ ადამიანის სიმაღლე
2, 13 მეტრამდე გაიზრდება. ამის მიზეზი კვების გაუმჯობესება და მედიცინის
განვითარება იქნება.
შეიცვლება ჩვენი შთამომავლების საკვების
მომნელებელი ტრაქტიც, პირის ზომა, - რომელიც შემცირდება, ასევე კბილების
რაოდენობა, რაც რბილი საკვების არსებობით იქნება გამოწვეული, რომელსაც ნაკლები
ღეჭვა დასჭირდება.
გაიზრდება ხელებისა და თითების სიგრძეც, თვალების
სიდიდე, რომელსაც პირის ზომის შემცირების ხარჯზე კომუნიკაციის ფუნქცია მიეცემა -
კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება სწორედ თვალის მოძრაობა და სახის გამომეტყველება
იქნება.
შემცირდება ტვინის მოცულობაც, რაც განპირობებული
იქნება იმით, რომ „დამახსოვრებითა და განსჯით“ უკვე კომპიუტერები დაკავდებიან.
Internet.ge