ეს არის
შეძენილი იმუნოდეფიციტი: ადამიანი უძლური ხდება მიკრობების მიმართ.
დაავადებულთა საშუალო
ასაკი 50 წელია.
კვლევა აშშ-ის National Institute of Allergy and
Infectious Diseases-ის მეცნიერმა სარა ბრაუნმა ტაილანდელ და ტაივანელ კოლეგებთან ერთად
ჩაატარა. სწორედ ტაივანსა და ტაილანდში გამოვლინდა ამ დაავადების შემთხვევათა
უმეტესობა. ამასთან, დაავადებულთა უმრავლესობა აზიელები არიან.
დაავადების
კონკრეტული შემთხვევა ასე ხასიათდება: 62 წლის ვიეტნამური წარმოშობის ამერიკელს
ტემპერატურამ აუწია და ძვლების ანთება დაემართა. ის მოკლე დროში ძალიან გახდა,
აწუხებდა თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
თავიდან
ჩათვალეს, რომ პაციენტს ტუბერკულოზი ჰქინდა, თუმცა სარა ბრაუნმა დაადგინა, რომ
ავადმყოფის ორგანიზმი უცნობი მიზეზების გამო გამოიმუშავებდა ანტისხეულებს, რომელიც
ბლოკირებას უკეთებდა გამა-ინტერფერონს - ნივთიერებას, რომელიც ინფექციის
დამარცხებაში გვეხმარება.
დაავადების
მიზეზი ჯერ გაურკვეველია, თუმცა ცნობილია, რომ ის არ არის გადამდები და არც
მემკვიდრეობითი.
Internet.ge