აზერბაიჯანის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, კვლევა ბალაკენსკის
რაიონიდან დაიწყო, რომლის სეისმური აქტივობაც ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი იყო.
აღნიშნულ რაიონში გეოფიზიკოსები მუშაობენ.
კვლევამ უნდა გამოავლინოს დედამიწის შიდა დაძაბულობასთან
დაკავშირებული ზუსტი ინფორმაცია.
სამუშაოები ჩატარდება ზაქათალისა და აბშერონის რაიონებშიც, შემდეგ კი
აზერბაიჯანის სამხრეთ ტერიტორიებზე.
სეისმოლოგები ამბობენ, რომ სეისმური დაძაბულობა ბალაკენში კვლავაც
გრძელდება. 14 ოქტომბრიდან დღემდე იქ 78 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.
internet.ge