GE / EN
საინფორმაციო პორტალი
მეცნიერება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროექტისთვის „ატვირთე საქართველო გუგლზე" შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
16:03 11.05.2012
დღის სიახლეები

დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა  პროექტისთვის  „ატვირთე საქართველო გუგლზე", სტაჟიორთა შესარჩევი  კონკურსი გამოაცხადა.

საჯარო რეესტრი Google Earth-ისთვის ახორციელებს პროექტს: „ატვირთე საქართველო გუგლზე".  სააგენტოში სტაჟიორების დასაქმების მიზანიც პროცესის სწრაფად წარმართვა და Google-ის უპრეცენდენტო საძიებო სისტემაში ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენაა.

„სულ მალე, Google Earth-ზე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა შენობებისა და ნაგებობების ე.წ. 3D (3 განზომილება) ფორმატში ნახვა, ასევე, სხვადასხვა ადგილმდებარეობების (ქუჩა, მოედანი და ა.შ.) პანორამების დათვალიერება.

პროექტის ფარგლებში პირველი 3D (სამ განზომილებიანი) გალერეა განახლებული აღმაშენებლის გამზირის ფოტოებით შეიქმნა,  მალე დასრულდება მუშაობა თბილისის რეაბილიტირებული ნაწილის პანორამული გალერეის შესაქმნელად (ძველი თბილისი, კალა უბანი...). ეტაპობრივად Google Earth-ზე თბილისის ცენტრალური ქუჩები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების პანორამული გალერეაც განთავსდება" - აღნიშნა სოსო წიქარიშვილმა.

Google-ის უპრეცენდენტო საძიებო სისტემაში  საქართველოს შესახებ  სივრცობრივი მონაცემები  2011  წლის ოქტომბერში განთავსდა. Google-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებდა. საჯარო რეესტრში წელიწადნახევარის მანძილზე გროვდებოდა გეოგრაფიული და სივრცობრივი მონაცემები  იმისთვის,  რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია დეტალურად ყოფილიყო წარმოდგენილი.

ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების შესახებ ვებგვერდზე უკვე დევს. საქართველოდან  Google-ის ადმინისტრაციას გაეგზავნა ქვეყნის დეტალური რუკა, სადაც ყველა ინფორმაციაა განთავსებული გზების, მთების, მწვერვალების, ბორანების, მდინარეების, სხვა  ღირსშესანიშნაობების და სარკინიგზო მაგისტრალების  შესახებ.  გარდა ამ ინფორმაციისა, Google Map-ში  დღეისათვის 100-მდე ქართული ძეგლია ინტეგრირებული მათივე ზუსტი კოორდინატებით.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციამ დააკავა სატვირთო, რომელზეც რესტორნებში ხორცად გასანაწილებელი 500 კატა იპოვეს1
ქორწილში 24 ადამიანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა2
თეატრალურ უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევენ3
კომიდან გამოსული ექიმი იმქვეყნიური სამყაროს შესახებ ყვება4
ოზეროვი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებით გაუმჯობესდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X