Twitter-ის წარმომადგენლებმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადეს, რომ მათ სურთ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებასა და პოლიტიკოსებთან.
საიტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ მთელ მსოფლიოში 140 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავთ.
Twitter-ის გენერალური მენეჯერის, ტონი ვენგის, განცხადებით, საიტის ხელმძღვანელობისათვის პრიორიტეტული მათი მომხმარებლების „დაცვაა“.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Twitter-ის საიტი დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ოპერაციების შედეგად გატეხეს. ამან კონფიდენციალობასა და რეგულირებაზე უამრავი კითხვის გაჩენა გამოიწვია.
დღეს კი, მისტერ ვენგი აცხადებს, რომ საიტი მუშაობს, რათა დაცულ იქნეს თითოეული მომხმარებლის კონფიდენციალობა.
Internet.ge