საძიებო სისტემის გიგანტი Google ძალებს თანამედროვე
ტექნოლოგიებში მოსინჯავს. კომპანია აპირებს გამოუშვას „სუპერ სათვალე“, რომლის
პროექტიც უკვე დააპატენტეს საძიებო სისტემის მესვეურებმა და ახალი სათვალის
მთავარი ღირსებების შესახებ საზოგადოებასთანაც ისაუბრეს.
„სუპერ სათვალის“ მთავარი
ფუნქცია თვალის დასვენება იქნება, ის ამინდის შესაბამისად უზრუნველჰყოფს სათვალის
მინის ფერის ცვლილებას, რის შედეგადაც, თვალები ზედმეტი დატვირთვისგან
გათავისუფლდება. ასევე, ახალ სათვალეს ექნება ღამის ხედვის, ვიდეოს ყურებისა და
გადაღების რეჟიმიც.
Google-ის მენეჯერები ვარაუდობენ, რომ მათი ახალი პროექტი
საზოგადოების მოწონებას დაიმსახურებს.
Internet.ge