პირველად ბოლო 18 წლის მანძილზე, მილიონობით ადამიანი იხილავს მზისა და მთვარის დამთხვევას, რომელიც „ცეცხლოვან ბეჭედს“ შექმის.
მოვლენა, რომელიც 45 წუთს გაგრძელდება, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილსა და სამხრეთ აზიაში მოხდება.
აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) წარმომადგენლების განცხადებით, უკანასკნელად „ცეცხლოვანი ბეჭედი“ 1994 წელს იხილეს.
„ასობით მილიონი ადამიანი იქნება ამის მოწმე. მზის დაბნელების ზონა გადაჭიმული იქნება სამხრეთ აზიიდან წყნარი ოკეანისაკენ, ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილამდე,“ - განაცხადა NASA-ს მეცნიერმა ტონი ფილიფსმა.
მოსახლეობა „ცეცხლოვან ბეჭედს“ კვირას, საღამოს 5:30 სთ-ზე იხილავს.
Internet.ge