ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის
მეცნიერებმა უკაბელო ინტერნეტით წამში 3 გეგაბაიტის გადაცემა შეძლეს. ამის მიღწევა
Wi-Fi-ის იმ პატარა გადამცემის საშუალებით მოხერხდა, რომელიც ტერაჰერცის სიხშირის დიაპაზონზე
მუშაობს.
გადამცემი ჩვეულებრივი მონეტის
ზომისაა. მეცნიერები მოელიან, რომ წამში 100 გეგაბაიტის გადაცემასაც მოახერხებენ,
- იტყობინება ArsTechnica.
მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი
ყველაზე თანამედროვე სტანდარტული Wi-Fi-ს მაქსიმალური სიჩქარე, თეორიულად, წამში
1,3 გეგაბაიტია. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის
ინჟინერთა ინსტიტუტის (IEEE) მიერ.
ტერაჰერცული დიაპაზონის მთავარი
უპირატესობა მაღალი სიჩქარეა, ხოლო ნაკლი - ტალღების გავრცელების არცთუ დიდი არეალი.
Internet.ge