ავსტრალიაში ინჟინერებმა
ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელიც უსინათლოებს საშუალებას მისცემს
დაინახონ ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება.
„ახალი აპარატი, რომელსაც ადამიანი როგორც სათვალეს ისე გაიკეთებს,
ტვინს დაუკავშირდება და ამის საშუალებით, მხედველობადაკარგული ადამიანი ყველაფერს
დაინახავს.“ – განაცხადა მელბურნის გუნდის ერთ–ერთმა წევრმა ენდრიუ ტომასმა.
სხვა ბიოკური სათვალეებისაგან განსხვავებით, მელბურნის გუნდის მიერ
შემუშავებულ ახალ ტექნოლოგიას მომხმარებელი მხოლოდ თვალებზე გაიკეთებს და არ
დასჭირდება მისი დამაგრება სხვეულის სხვა ნაწილებზე.
internet.ge