ინტერნეტ-გიგანტმა Yahoo-მ საკუთარი „საძიებო
ბრაუზერი“ Axis გამოუშვა. სამისამართო ველში მოთხოვნის შეყვანისას, ტრადიციული
ლინკების ჩამონათვალის ნაცვლად იგი ვებ-გვერდების მინიატურულ გამოსახულებას გთავაზობთ.
პროგრამა ხელმისაწვდომია Firefox-ის,
Internet Explorer-ის, Chrome-ის, Safari-ის ინტერნეტ-ნავიგატორებისთვის, ასევე, iPad-ის
და iPhone-სთვის iOS-ს პროგრამის სახით.
Axis სხვადასხვა მოწყობილობით ძიების
შედეგების სინქრონიზირების საშუალებასაც იძლევა. მაგალითად, iPhone-ში ვებ-გვერდის
გახსნის შემდეგ შესაძლებელია მისი დათვალიერების გაგრძელება iPad-ში. ეს ფუნქცია
რომ ხელმისაწვდომი გახდეს, Yahoo-ის, Google-ის ან Facebook-ის ექაუნთში შესვლაა საჭირო.
ძიების მოთხოვნების დამუშავებით Bing-ია
დაკავებული - კომპანია Microsoft-ის ტექნოლოგია, რომელზეც Yahoo 2010 წლის
აგვისტოში გადავიდა.
internet.ge