აშშ-ის არმია გამოცდის ორ მზვერავ რობოტს, რომლებიც კომპანია Boston Dynamics-მა შექმნა.
ბორბლიან რობოტს - Sand Flea ანუ „ქვიშის რწყილს“, შეუძლია 9 მეტრზე მაღლა ახტეს, ხოლო მოსიარულე „რობოტი-ტარაკანა“ RHex უპრობლემოდ ახერხებს მთიან რელიეფსა და ჭუჭყში გადაადგილებას, ასევე წყლის ქვეშ ცურვას.
„რობოტ-ტარაკანს“ აქვს ექვსი „ფეხი“ და დაახლოებით 13 კილოგრამს იწონის. ის აღჭურვილია სათვალთავლო კამერებით და აკუმულატორის მეშვეობით 6 საათის განმავლობაში მუშაობს. რობოტის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 600 მეტრია.
„ქვიშის რწყილი“ კი წარმოადგენს მსუბუქ ოთხბორბლიან რობოტს, რომელიც 4,9 კილოგრამს იწონის. მას 25 ნახტომის შესრულება შეუძლია, რასაც ასევე აკუმულატორი უზრუნველყოფს. მისთვის რთული არაა 9-მეტრიანი შენობის სახურავზე ახტომა.
რობოტების გამოყენება ავღანეთში იგეგმება.
Internet.ge