Canon-მა დამწყები დონის ახალი კამერა EOS 650D
წარადგინა. ეს არის კომპანიის პირველი მოდელი, რომელსაც სენსორული
თხევად-კრისტალური ეკრანი ექნება მულტი-შეხების ჟესტების მხარდაჭერით.
როგორც CNET იტყობინება, ახალი კამერა სამოყვარულო
ფოტოაპარატის EOS 600D-ის შვილობილია, რომელიც გასულ წელს გამოვიდა.
EOS 650D-ის მნიშვნელოვან მახასიათებლებს შორისაა
18 მეგაპიქსელიანი APS-C-ის ფორმატის CMOS-სენსორი, DIGIC 5-ის გრაფიკული
პროცესორი და ავტოფოკუსირების 9 პუნქტიანი გაფართოვება. ISO-ს მგრძნობელობის
დიაპაზონი 100-დან 12,800 ერთეულამდე მერყეობს (გაფართოება 25,600-მდე).
ეკრანის დიაგონალი, რომელიც Clear View II-ის
ტექნოლოგიებითაა დამზადებული, 3 დიუმიანია. მისი შემობრუნება 270 გრადუსითაა
შესაძლებელი. აპარატს შეუძლია სერიული კადრების გადაღება წამში 5 კადრის სიჩქარით,
ასევე, Full HD-ის ფორმატის ვიდეოების გაკეთებაც.
გარდა ამისა, EOS 650D-ზე შესაძლებელია გარე
მიკროფონის ან HDTV-ის ტელევიზორის შეერთებაც. მთლიანობაში კამერის წონა 575
გრამია.
აშშ-ში EOS 650D-ის გაყიდვა ივნისის ბოლოს დაიწყება
და მისი ფასი 850 დოლარი იქნება. EF-S 18-55 მმ f/3.5-5.6 IS II-ის ობიექტივთან
ერთად მისი ღირებულება 950 დოლარამდე გაიზრდება, STM-ოპტიკასთან ერთად კი
1 200 დოლარი დაჯდება.
Internet.ge