ამერიკაში პირველი
ექსპრეს-ტესტი დაამტკიცეს, რომლის საშუალებითაც ადამიანს აივ სტატუსის სახლში გაგება
შეეძლება.
პროდუქტი, რომელიც OraQuick-ს სახელითაა ცნობილი,
ადამიანის ნერწყვში სპეციალური ტამპონების საშუალებით ანტისხეულების აღმოჩენის
საშუალებას იძლევა. იგი შედეგს 40 წუთში აჩვენებს. ტესტის შეძენა აფთიაქებში,
სავაჭრო მაღაზიებსა და ონლაინ-მაღაზიებში, რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი.
ამერიკელი მეცნიერები
მიიჩნევენ, რომ ეს ტესტი ხელს შეუწყობს აივ-ინფექციის გავრცელების შემცირებას,
რადგან ხშირად ინფექციის გავრცელება უცოდინრობის გამო ხდება. ამერიკის მთავრობის
მონაცემებით, ყოველმა მე-5 ინფიცირებულმა არ იცის, რომ ინფექციის მატარებელია.
აშშ-ის საკვებისა და
მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები
იმედოვნებენ, რომ აივ-სტატუსის გაგების შემდეგ ინფიცირებულები უფრო ფრთხილად
მოიქცევიან და პარტნიორებს წინასწარ გააფრთხილებენ თავიანთი სტატუსის შესახებ.
internet.ge