ამერიკის ჯანდაცვის
ექსპერტთა ჯგუფმა ოფიციალურად გასცა რეკომენდაცია წამალზე, რომელიც ადამიანის
იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გადაცემას უშლის ხელს.
ექსპერიმენტის
ჩატარება ამერიკელებმა 2005 წელს დაიწყეს. ისინი აკვირდებოდნენ სხვადასხვა
აპარატის მოქმედებას ჰეტეროსექსუალ წყვილებს შორის, რომელთაგან ერთი-ერთი
აივ-ით იყო ინფიცირებული. გამოკვლევებში არა მხოლოდ ამერიკის, არამედ სხვა
ქვეყნების - აფრიკის, ტაილანდის, ინდოეთის, ბრაზილიის და ა.შ. პაციენტებიც
მონაწილეობდნენ. ყველა წყვილში ერთი აივ-დადებითი იყო, მეორე კი - არა. ექსპერიმენტის
არსი იმაში მდგომარეობდა, რომ აივ-ინფექცია პარტნიორს არ უნდა გადასცემოდა.
ხანგრძლივი
კვლევების შემდგომ, 2010 წელს, მეცნიერებმა Truvada-ს პირველადი ვარიანტი შექმნეს. მედიკამენტის გამოცდა მესამე წელია
წარმატებით მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ გასცეს ამერიკის ჯანდაცვის ექსპერტებმა
მისი ოფიციალურად გაყიდვის რეკომენდაცია. ბოლო კვლევამ დაამტკიცა, რომ Truvada-ს
მოხმარებისას ჰეტეროსექსუალ წყვილებში, რომელთაგან ერთი პარტნიორი
დაინფიცირებულია, აივ-ის გადაცემა 75%-ით მცირდება.
Internet.ge