ბრიტანული
უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ზღვის წყალმცენარეებს შეუძლიათ
კბილების დაშლისგან გადარჩენა. გამოკვლევების თანახმად, წყალმცენარეთა ზოგიერთ
ბაქტერიას შეუძლია იმ მავნე მიკროორგანიზმების განადგურება, რომლებიც კარიესს
წარმოქმნიან.
მეცნიერთა განცხადებით
ეს აღმოჩენა სრულიად შემთხვევით გაკეთდა. ლაბორატორიული ჯგუფი ცდილობდა გემის
კორპუსის კოროზიისგან დაცვის მექანიზმების პოვნას. ამ ძიებისას მათ აღმოაჩინეს,
რომ წყალმცენარეებისგან მიღებული ფერმენტის უფრო ფართოდ გამოყენებაც შესაძლებელია.
მკვლევარები
ირწმუნებიან, რომ ეს ბაქტერიები მედიცინის სხვადასხვა სფეროში სარგებლის მომტანნი
იქნებიან. კერძოდ, მათი გამოყენება ეფექტურად შეიძლება იმპლატოლოგიაშიც - პროტეზის
იდეალურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.
internet.ge