ბანგორისა და იუტის უნივერსიტეტების პროფესორებმა ერთობლივად
წარმოადგინეს დამამტკიცებელი საბუთები იმისა, რომ უალკოჰოლო გაზიანი სასმელები მავნებელია.
ამ სასმელების რეგულარული მოხმარების შედეგად, კუნთები სწორედ მათ იყენებს საწვავ საკვებად,
ანუ ენერგიის მთავარი წყარო ხდება არა ცხიმები, არამედ ნახშირწყლები.
გამოკვლევა, რომელიც ჟურნალ „European Journal of
Nutrition“-ში გამოქვეყნდა, ორი ექსპერიმენტისგან შედგება: ერთი მათგანი ადამიანებზე
ატარებს ცდებს, მეორე კი - კონკრეტულად კუნთოვან ქსოვილებზე.
11 ჯანმრთელი მამაკაცი და ქალი, რომელთა ასაკიც 20 წლამდე
იყო, 4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად იღებდა გაზიან სასმელს. ყველა მონაწილე აქტიურ
ცხოვრების წესს ეწეოდა.
ექსპერიმენტის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ მონაწილეებმა
სისხლის ანალიზი, კუნთოვანი ქსოვილის ფუნქცია და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესის
სიჩქარის ანალიზი ჩაიტარეს. ამასთანავე, მეცნიერებმა ტკბილ დიეტაზე დასვეს ცალკე კუნთოვანი
ქსოვილები. ორივე შემთხვევაში, მკვლევარებმა მეტაბოლიზმის პროცესის ნორმიდან გადახვევა
დაადგინეს: იზრდებოდა ნახშირწყლების მეტაბოლიზმის სიჩქარე, გლუკოზის დაშლის ინტენსივობა
და ლიპიდების, მათ შორის, ცხიმების ჩამოყალიბება.
მედიკოსები ირწმუნებიან, რომ გაზიანი სასმელების რეგულარულ
მოხმარებას უკვე ერთი თვის შემდეგ კუნთების ცვლილებასთან მივყავართ. ეს კი ანალოგიურია
იმ ცვლილებისა, რასაც ზედმეტი წონის ან მეორე კატეგორიის შაქრის დიაბეტის მატარებელი
ადამიანები განიცდიან.
Internet.ge